რეიტინგში 596 ნომრამდე დაქვეითებულმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარუმატებელი სერია დაასრულა და 2024 წელი გამარჯვებით დაიწყო.
ქართველმა ჩოგბურთელმა ლუქსემბურგის ტურნირზე დანიელი ელმერ მოელერი 2 სეტში 6:4, 7:5 დაამარცხა და ტურნირის მერვედფინალში იასპარეზებს.
შეგახსენებთ, 31 წლის ბასილაშვილს ბოლო გამარჯვება 2023 წლის 29 ოქტომბერს ჰქონდა მოპოვებული.
ნიკოლოზი მერვედფინალში ჩეხ იონას ფორეიტეკს დაუპირისპირდება.