ლეგენდარული სერბი ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელმა გორან ივანიშევიჩმა განაცხადა, რომ მისი შეგირდი 2028 წელს ლოს-ანჯელესში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მიღებას გეგმავს და ამ დროს ის 41 წლის იქნება.
მოგეხსენებათ, 36 წლის ასაკში სერბმა ახლახან ამერიკის ღია პირველობა მოიგო, რითაც 24-ე დიდი სლემის ტიტული დაისაკუთრა. ნოვაკი ყველა დროის რეკორდსმენ მარგარეტ კორტს გაუთანაბრდა, რომელმაც ასევე დიდი მუზარადის პრიზი 24-ჯერ აღმართა, რაფაელ ნადალთან კი უპირატესობა 2-მდე გაზარდა.
ჯოკოვიჩი გახდა ყველაზე ხანდაზმული ჩოგბურთელი, რომელმაც Us Open-ზე იჩემპიონა. მან ეს 36 წლის ასაკში შეძლო. რეკორდი
კი აქამდე კენ როზუელს ეკუთვნოდა, რომელმაც ნიუ-იორკში 1970 წელს 35 წლის ასაკში თასი აღმართა.
ოლიმპიური ოქრო ერთადერთი ტიტულია, რომელიც ნოვაკს არ აქვს დასაკუთრებული და სერბი ახლა სწორედ ამ მიზნისკენ მიისწრაფვის.