საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საბერძნეთთან ათენში გამართა და ოვერტაიმში 92:88 გაიმარჯვა.
ამ მოგებით საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.
მომდევნო შეხვედრას „ჯვაროსნები“ 29 ნოემბერს თბილისში პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
ჯგუფში მეორე ადგილზე ვართ და მხოლოდ ესპანეთს ჩამოვრჩებით
