4 საათის და 3 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ჯორჯინა უზკატეგუი ილია თოფურიასა და ლინა სიჭინავას სავარაუდო რომანზე პირველ განცხადებას აკეთებს

ესპანური მედია UFC-ის ჩემპიონ ილია თოფურიასა და ქართველ მოცეკვავე ლინა სიჭინავას სავარაუდო სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ აქტიურად წერს. გამოცემა Libertad Digital-მა ამ თემაზე ქართველი მებრძოლის ყოფილი მეუღლის, ჯორჯინა უზკატეგუის პირველი კომენტარი გაავრცელა.

ესპანური გამოცემის ინფორმაციით, ილია თოფურია და ლინა სიჭინავა ერთმანეთს დაახლოებით ერთი თვეა ხვდებიან. მათ ერთმანეთი საქართველოში გაიცნეს, როდესაც UFC-ის ჩემპიონი სამშობლოში ოჯახის წევრების მოსანახულებლად და სავარჯიშოდ იმყოფებოდა.

ლინა სიჭინავა პროფესიონალი მოცეკვავეა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბალეტის, „სუხიშვილების“ წევრია. ამასთანავე, ის სამოდელო სააგენტო Look Models Management-თან თანამშრომლობს.

ესპანური გადაცემის, Es la Mañana de Federico-ს ჟურნალისტები ჯორჯინა უზკატეგუის დაუკავშირდნენ და ყოფილი მეუღლის ახალი ურთიერთობის შესახებ ჰკითხეს.

ჯორჯინას თქმით, იმედოვნებს, რომ წყვილი ბედნიერია, რადგან ადამიანი, რომელიც მშვიდად ცხოვრობს, სხვების სიმშვიდეს არ არღვევს. მან ასევე აღნიშნა, რომ ბედნიერია ცხოვრების ამ ეტაპის დასრულებით და ორივეს გულწრფელად უსურვებს ყოველივე საუკეთესოს.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის საერთო ქალიშვილი ჰყავთ. მათი დაშორების პროცესს სასამართლო დავაც ახლდა თან.