48 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

VIDEO: გული დაწყდა! - ილია თოფურიას რეაქცია ალექსანდრეს წაგების შემდეგ

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ალექსანდრე თოფურიამ პროფესიულ კარიერაში მორიგი მარცხი განიცადა. „კონკისტადორი“ კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ ტურნირზე მექსიკელ სანტიაგო ლუნას დაუპირისპირდა და მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

შეხვედრა სამ რაუნდს გაგრძელდა და საკმაოდ დაძაბული გამოდგა. საბოლოოდ, სამი მსაჯიდან ორმა გამარჯვება მექსიკელ მებრძოლს მიანიჭა, ხოლო ერთმა უპირატესობა თოფურიას დაუფიქსირა.

მსაჯთა შეფასებები ასე გადანაწილდა: 30:27 და 29:28 ლუნას სასარგებლოდ, ხოლო 29:28 – თოფურიას სასარგებლოდ.

გთავაზობთ ილიას რეაქციას, როცა გაიგო, რომ მისი ძმა ამ ბრძოლაში დამარცხდა.