ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში სანტიაგო ლუნასთან გამართულ შეხვედრაში მარცხი განიცადა. როგორც გაირკვა, ქართველმა მებრძოლმა ბრძოლის პირველივე რაუნდში ხელი დაიზიანა.
თოფურიამ ტრავმის შესახებ პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ გურამ ქუთათელაძეს უთხრა. შესაძლოა, დაზიანებამ მის ასპარეზობაზე გავლენა მოახდინა და შეხვედრის საბოლოო შედეგიც გარკვეულწილად განაპირობა.
თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად სერიოზულია ტრავმა და რამდენად შეუშალა მან ხელი ქართველ მებრძოლს.
ფაქტია, რომ ალექსანდრე თოფურიას მარცხი 2026 წელს UFC-ში ქართველი მებრძოლებისთვის უკვე მეშვიდე წაგებაა.