UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ალექსანდრე თოფურიამ კატარში გამართულ ტურნირზე სანტიაგო ლუნასთან მარცხის მიუხედავად სოლიდური ანაზღაურება მიიღო.
გავრცელებული შეფასებების მიხედვით, „კონკისტადორის“ საერთო შემოსავალი შესაძლოა 23 000-დან 84 000 დოლარამდე ყოფილიყო.
შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს, დოჰაში გამართულ UFC-ის ტურნირზე, ალექსანდრე თოფურია მექსიკელ სანტიაგო ლუნას დაუპირისპირდა და სამრაუნდიანი ბრძოლის შემდეგ მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
მიუხედავად მარცხისა, ქართველ სპორტსმენს კონტრაქტით გათვალისწინებული გარანტირებული ანაზღაურება ეკუთვნის. UFC-ში მებრძოლების შემოსავალი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, მათ შორისაა ბრძოლაში მონაწილეობისთვის განკუთვნილი თანხა და დამატებითი ანაზღაურებები.
აღსანიშნავია, რომ ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, UFC მებრძოლების კონტრაქტით გათვალისწინებულ ანაზღაურებას, როგორც წესი, საჯაროდ არ ასახელებს. შესაბამისად, კონკრეტული თანხები ხშირად მხოლოდ მედიის შეფასებებს ეფუძნება.