1 საათის და 17 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

მსაჯთა ოფიციალური გადაწყვეტილება - ასე შეფასდა თოფურიასა და ლუნას ბრძოლა

ალექსანდრე თოფურიამ დოჰაში გამართულ UFC-ის ტურნირზე სანტიაგო ლუნასთან მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით წააგო.

შეხვედრა სამივე რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა. ორი მსაჯის შეფასებით, გამარჯვება ლუნას დარჩა, ხოლო ერთმა უპირატესობა ქართველ მებრძოლს მიანიჭა.

UFC-ის ოფიციალური მონაცემებით, მსაჯებმა ბრძოლა შემდეგნაირად შეაფასეს:

დევიდ ლეთები - 29:28 ლუნას სასარგებლოდ;

ანდერს ოლსონი - 29:28 თოფურიას სასარგებლოდ;

დერილ რენსომი - 30:27 ლუნას სასარგებლოდ.

აღსანიშნავია, რომ, როგორც ალექსანდრე თოფურიამ გურამ ქუთათელაძეს პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ უთხრა, ბრძოლის მიმდინარეობისას ხელი დაიზიანა. შესაძლოა, ტრავმამ მის ასპარეზობაზე გავლენა მოახდინა, თუმცა დაზიანების სიმძიმე ამ ეტაპზე უცნობია.

ალექსანდრე თოფურიას მარცხი 2026 წელს UFC-ში ქართველი მებრძოლებისთვის მეშვიდე წაგება აღმოჩნდა.