1 საათის და 49 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

დასანანი წაგება! - ალექსანდრე თოფურიამ სანტიაგო ლუნასთან დამარცხდა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ალექსანდრე თოფურიამ პროფესიულ კარიერაში მორიგი მარცხი განიცადა. „კონკისტადორი“ კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ ტურნირზე მექსიკელ სანტიაგო ლუნას დაუპირისპირდა და მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

შეხვედრა სამ რაუნდს გაგრძელდა და საკმაოდ დაძაბული გამოდგა. საბოლოოდ, სამი მსაჯიდან ორმა გამარჯვება მექსიკელ მებრძოლს მიანიჭა, ხოლო ერთმა უპირატესობა თოფურიას დაუფიქსირა.

მსაჯთა შეფასებები ასე გადანაწილდა: 30:27 და 29:28 ლუნას სასარგებლოდ, ხოლო 29:28 – თოფურიას სასარგებლოდ.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე თოფურია ოქტაგონზე თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ქართველმა მებრძოლმა UFC-ში ჩატარებული პირველი ორი ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა, თუმცა მესამე შეხვედრაში წარმატებული სერიის გაგრძელება ვერ შეძლო.

სანტიაგო ლუნამ კი კარიერაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და UFC-ში დაუმარცხებელი სერია გააგრძელა.

ამგვარად, ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში პირველი მარცხი განიცადა და მომდევნო შეხვედრაში გამარჯვების გზაზე დაბრუნებას შეეცდება.