16 საათის და 21 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ევროპის ჩემპიონატზე გიორგი ცხოვრებაძემ ბრწყინვალე შედეგი დააფიქსირა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის თანაბომბარდირი გახდა.

კონტინენტის პირველობაზე ცხოვრებაძემ სამ თამაშში 29 გოლი გაიტანა. ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა პორტუგალიელ ფრანსისკო კოშტას.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ხელბურთელმა პირველ ტურში ხორვატიის ნაკრებს 7 გოლი გაუტანა, ხოლო შვედეთისა და ნიდერლანდების კარში 11-11 გოლის გატანა შეძლო. მან მეტოქეთა კარისკენ, ჯამში, 47-ჯერ დაარტყა და სიზუსტის მაჩვენებელმა თითქმის 62 პროცენტი შეადგინა.

შვედეთთან ცხოვრებაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და სპეციალური პრიზიც გადასცეს.

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა კონტინენტის პირველობაზე ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა.

Facebook კომენტარები