„პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩა კვარაცხელიას მონაწილეობით მომდევნო შეხვედრას „ლანსის“ წინააღმდეგ 14 სექტემბერს გამართავს. მატჩი „პარკ დე პრენსზე“ თბილისის დროით 19:15-ზე დაიწყება.
პარიზელები დეზირე დუესა და უსმან დემბელეს გარეშე იასპარეზებენ – ორივე ფეხბურთელმა ტრავმა საფრანგეთის ნაკრებში ყოფნისას მიიღო.
Le Parisien-ის ცნობით, პსჟ-ს სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ასეთია:
შევალიე; მარკინიოსი (ან პაჩო), ზაბარნი, ბერალდო; ზაირ-ემერი, მაიული, ვიტინია (ან ნევეში), რუისი; კვარაცხელია, ლი, რამოში.