1 საათის და 41 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ასეთი რამ პირველად ვნახე.." - ვილი სანიოლის განცხადება

ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდა და მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 0:1 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"გეგმას რაც შეეხება, ვფიქრობ სწორი იყო, ინტენსივობა დიდი არ ყოფილა, რომ გეგმის შესრულებას ხელი შეეშალა.

"როგორც გულახდილად ვთქვი, მნიშვნელოვან მოთამაშეები არ არიან სასურველ ფორმაში და ბევრ მათგანს 30-40 წუთის თამაში არ შეუძლიათ.

"პირველი ტაიმი ნორმალურად ვითამაშეთ, მეორე კარგად და მომენტების გამოყენების შემთხვევაში ვიმსახურებდით აქ გამარჯვებას.

"როგორც ვთქვი, ამ მომენტში ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობა არ იყო სასურველ კონდიციაში. მე გავაკეთე ცვლილებები, რომელსაც ნორმალურ სიტუაციაში არ გავაკეთებდი. პირველი ტაიმი საშულო იყო, მეორე უკეთესი.

"ბევრი რაღაცაა, რაც უნდა შევცვალოთ. როცა აგებ ყველაფერი უფრო მძაფრად ჩანს. კიტეიშვილს 30 წუთი შეეძლო თამაში, ჩაკვეს 45 წუთი. უკრაინასთან მატჩში მეტი არჩევანი გვექნება, რომ გუნდი სხვა ორგანიზებით გამოვიდეს. 

"ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია უკეთესად გამოვიდეთ. ბევრი მომენტი გვქონდა გოლის გასატანად. ჩემი საქმეა, რომ უკეთესად ვითამაშოთ. 3 ცენტრალურმა მცველმა თამაში კუნთის ტრავმით დაამთავრა. პირველად ვნახე, ჩემს ცხოვრებაში, რომ 3 ცენტრალური მცველი კუნთის ტრავმით დაშავდა. როცა მცველებს ცვლი, ვეღარ აკეთებ ისეთ ცვლილებებს, რომ შეტევაში რაღაც შეცვალო. მე ყოველთვის საუკეთესოს ვცდილობ, ზოგჯერ ეს გამოდის, ზოგჯერ - არა. 

"არ არის სამართლიანი რომ დღეს ჩვენ წავაგეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია. 

"ცხადია, უკეთესი ყოველთვის შეიძლება. მქონდა გარკვეული პრობლემები, 3 მცველის კუნთის დაჭიმულობა ძალიან იშვიათია.

"დაცვით ნაწილში იძულებითი ცვლილებების გამო რესურსი გვაკლდება შეტევაში ცვლილებებისთვის. 

"პენალტისთან დაკავშირებით, ის ურტყამს პენალტს, ვინც მომენტს გრძნობს. მიქაუტაძესაც აქვს გაფუჭებული პენალტები. პენალტებს ვერ გააფუჭებ, თუ არასდროს დაარტყამ. 

"რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, როგორც ვთქვი, ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და რთულია, ის შეცვალო", - თქვა სანიოლმა.