ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმა, თორნიკე კვარაცხელია, იტალიური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის ასპარეზობას იტალიური გამოცემა გამოეხმაურა და მისი თამაში დადებითად შეაფასა.
„ხვიჩას წარმატების შემდეგ, კიდევ ერთი კვარაცხელიაა, რომელიც საკუთარ თავზე ალაპარაკებს საზოგადოებას. საუბარია მის ძმაზე, თორნიკეზე, რომელიც ახალგაზრდული ლიგის სამ შეხვედრაში საოცრებებს ახდენს“, – წერს იტალიური გამოცემა.
როგორც ჩანს, ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოსვლა იტალიაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. თორნიკე კვარაცხელია საფეხბურთო კარიერის საწყის ეტაპზეა და ცდილობს, საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინოს.