7 საათის და 39 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ხვიჩა კვარაცხელიამ უდიდესი აღიარება მოიპოვა

პარის სენ-ჟერმენმა გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით 12 გამორჩეული მიღწევა აღნიშნა, რომლებიც როგორც გუნდურ წარმატებებს, ისე ინდივიდუალურ რეკორდებს უკავშირდება.

პსჟ წარმოდგენილია „გინესის მსოფლიო რეკორდების“ 2027 წლის საფეხბურთო გამოცემაში, სადაც მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევებია თავმოყრილი.

თანამშრომლობა 2026 წლის 6 ნოემბერს გამოცხადდა. აღიარებულ ფეხბურთელებს შორის არიან დეზირე დუე, ვიტინია, ხვიჩა კვარაცხელია, მარკინიოსი და ფაბიან რუისი.

პარიზელთა მიღწევებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია 2025 წლის 31 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას. ლუის ენრიკეს გუნდმა მეტოქე ანგარიშით 5:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვების რეკორდი დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ გინესის რეკორდების წიგნში თავისი დიდი კვალი ხვიჩა კვარაცხელიამაც დატოვა, რომელმაც ზედიზედ ყველაზე მეტი საგოლე მოქმედება დააგროვა ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ეტაპზე.

ამრიგად, პარი სენ-ჟერმენის წარმატებები არა მხოლოდ საფრანგეთის ჩემპიონატში, არამედ ევროპულ ფეხბურთშიც გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა აღიარა.