ხვიჩა კვარაცხელიას წინა ჯვარედინი იოგის ოპერაცია მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო ქირურგმა, ბელგიელმა პეტერ ვენდონკმა ჩაუტარა 🇬🇪 - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ექიმმა, დავით ხარაბაძემ „მეფესავით პოდკასტში“ განაცხადა
🇧🇪 ვინ არის პეტერ ვერდონკი - ცნობილი ბელგიელი ქირურგი, რომელიც დოჰის ასპეტარის კლინიკაში მუშაობს
🏥 ვერდონკი მუხლის ქირურგიის სპეციალისტია. მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება წინა ჯვარედინი იოგის (ACL) აღდგენა და მუხლის რთული დაზიანებების მკურნალობაა
🔹 1999 წელს გენტის უნივერსიტეტი უმაღლესი შეფასებით დაამთავრა
🔹 2006 წელს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო. მისი სადოქტორო კვლევა მენისკის ტრანსპლანტაციასა და ქსოვილოვან ინჟინერიას ეხებოდა.
🔹 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია და აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციებში
🔹 2019–2022 წლებში ბელგიის მუხლის ქირურგიის საზოგადოების პრეზიდენტი იყო, ხოლო 2024–2025 წლებში ბელგიის ორთოპედიული ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის საზოგადოებას ხელმძღვანელობდა
🔹 2026 წლის 17 ივნისს სწორედ ვერდონკმა გაუკეთა მუხლზე ოპერაცია საუდის არაბეთის ნაკრებისა და ალ-ნასრის ფეხბურთელს, სულთან ალ-ღანამს
🔹 მუშაობს ანტვერპენის ორთოპედიულ ცენტრში და მოწვეული ქირურგის სტატუსით თანამშრომლობს კატარის ცნობილ სპორტულ სამედიცინო კლინიკა ასპეტართან
🇬🇪 27 ოქტომბერს სწორედ ასპეტარში ჩაუტარდა წარმატებული ოპერაცია ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა