თბილისის დინამომ ახალგაზრდულ ლიგაზე ორი მატჩის ჯამში კოპენჰაგენი პენალტების სერიაში დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც ფიორენტინას შეხვდება.
პირველი მატჩი დინამოს 3:0 ჰქონდა მოგებული, მეორე შეხვედრაში 2:0 მარცხდებოდა და 10 კაცით დარჩა, შემდეგ კიდევ ერთი გოლი გაუშვა, მატჩი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც უკეთესები თბილისელები აღმოჩნდნენ.