1 საათის და 38 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ილია ამას ვერ გაუძლებს.." - არმან ცარუკიანის თამამი განცხადება თოფურიაზე

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა ილია თოფურიაზე საინტერესო განცხადება გააკეთა. 

"საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ. არ ვფიქრობ, რომ სისწრაფეში ჩამოვრჩები. მუდმივად შევიცვლი ტაქტიკას და ჭიდაობას დავამატებ. 

"არ მგონია, რომ თოფურია ჩემი თეიქდაუნების შეჩერებას შეძლებს. შევძლებ მის ძირს დაგდებას და ჭიდაობით დაღლას. იმ ტემპს, რომელსაც მე შევთავაზებ, უბრალოდ, ვერ გაუძლებს.

"ის მთელი დღეების განმავლობაში კრივში ვარჯიშობს და დარტყმებზე მუშაობს. ფეხებში თითქმის არავინ უვარდება და პარტერში არ გადაჰყავს. მოჰყავს გაურკვეველი სპარინგ-პარტნიორები, აგდებს მათ და ამის შემდეგ ყველას რაღაც ზებუნებრივი მებრძოლი ჰგონია. 

"მე კი ვფიქრობ, რომ თუ მას ჩეჩნეთში ან დაღესტანში ჩავიყვანთ და დარბაზში ნებისმიერ ადგილობრივ მოყვარულთან დავაყენებთ, ისიც შეძლებს მის პარტერში გადაყვანას და ცემას", - თქვა ცარუკიანმა.