1 საათის და 19 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"მერაბმა ბოდიში მომიხადა" - დანა უაითის საჯარო განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, UFC-333-ის თანამთავარ ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით 38-37 დამარცხდა.

ღონისძიების შემდეგ UFC-ს პრეზიდენტმა, დანა უაითმა მერაბზე ისაუბრა.

"ბრძოლის შემდეგ დვალიშვილმა ბოდიში მომიხადა. არადა, ამაზე უკეთესი ბრძოლა უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. 

"ტანში დარტყმების შემდეგ მერაბი წინ სვლას განაგრძობდა, რაც დაუჯერებელი იყო.

"მე და მერაბს წარსულში პრობლემები გვქონდა, თუმცა ახალა დიდი პატივისცემა გამაჩნია", - თქვა დანა უაითმა.