რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად გასაჯაროვდა ოქროს ბურთის საბოლოო შედეგები.
შედეგად, გაირკვა, რომ ხვიჩა კვარაცხელია რეიტინგის პირველ ნომრად მხოლოდ 2-მა ჟურნალისტმა აირჩია.
საუბარია საქართველოსა და საბერძნეთის ჟურნალისტებზე, რომელთა პირველი არჩევანი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ რეიტინგის ათეულის მიღმა ხვიჩა 15-მა ქვეყანამ დატოვა.
ამ ქვეყნების სია ასეთია:
- ალჟირი
- ბაჰრეინი
- კოლუმბია
- კოსტა რიკა
- ხორვატია
- ეკვადორი
- განა
- გვინეა
- ჰონდურასი
- იამაიკა
- მექსიკა
- ნიგერია
- ომანი
- პარაგვაი
- სერბეთი