UFC-ს ინგლისელმა მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა ილია თოფურიასთან დაკავშირებით მორიგი მწვავე განცხადება გააკეთა.
"ილია არანაირად არ მომწონს. ხალხს ჰგონია, რომ ჩვენ შორის ყველაფერი მოგვარდა. გახსოვთ, როდესაც ჩემმა თანაგუნდელმა ლონდონში გასამართ ღონისძიებაზე წონა ჩააბარა, ილიაც სცენაზე იყო. ვიფიქრე, სასაცილო იქნება, თუ მივესალმები და მუშტს გავუწვდი-მეთქი. თოფურიაც მომესალმა და ხალხმა ჩათვალა, რომ ჩვენ შორის ყველაფერი მოგვარდა. არადა, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ სასაცილოდ მომეჩვენა.
"ილია თოფურია პატარა ძუკნაა და ეს მაშინ დაამტკიცა, როდესაც ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბში სკამზე დანებდა. ის ყალბი ადამიანია და ეს ზუსტად ისაა, რაც მეზიზღება. ყალბ ადამიანებს ვერ ვიტან. იყავი გულახდილი, უბრალო და ის, ვინც რეალურად ხარ.
"სხვათა შორის, ხელის სადეზინფექციო საშუალების ის ბოთლი, რომელიც მას ლონდონის სასტუმროში ვესროლე, დღემდე მაქვს - ჩვენს სავარჯიშო დარბაზშია შენახული. ინციდენტის შემდეგ დაბლა ჩავედი, ბოთლი ვიპოვე, რომელიც თოფურიას ვესროლე და მისი შენახვა გადავწყვიტე.
"მასზე ავტოგრაფი დავტოვე და ჩვენს სავარჯიშო დარბაზშია. თუ მე და ილიამ ვიჩხუბეთ, პრესკონფერენციაზე ამ ბოთლს წამოვიღებ და მაგიდაზე დავდებ. ძალიან სასაცილო იქნება", - თქვა პედიმ.