6 საათის და 49 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"პენალტების წინ მამარდას ეს ვუთხარი" - რა თქვა ანდონი ირაოლამ

გიორგი მამარდაშვილმა ჩელსისთან პენალტების სერიაში თერთმეტმეტრიანი მოიგერია და ლივერპული EFL თასის მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

შეხვედრის შემდეგ მერსესაიდელთა თავკაცმა, ანდონი ირაოლამ ქართველ მეკარეზე ისაუბრა.

"მამარდაშვილს ტოტენჰემთანაც ძალიან კარგი თამაში ჰქონდა. ჩელსისთან პენალტების სერიამდე ვუთხარი, რომ 2 პენალტი უნდა მოიგერიო მეთქი, მან მიპასუხა - ვიღაც სხვამაც უნდა გააფუჭოს პენალტიო.

"საერთო ჯამში, მან ბევრი პენალტის მიმართულება გამოიცნო და მოგერიებასთან ახლოს იყო. 

"ზოგჯერ ფეხბურთელები გადაწყვეტილებას დარტყმის მომენტში ცვლიან, ამიტომ კონცენტრაციის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. მამარდაშვილმა ძალიან კარგად ითამაშა” - განაცხადა ირაოლამ.