8 საათის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ალკარასი ფეხზე დგას და ტაშს უკრავს - ძალიან მაგარი მომენტი ბასილა-კარლოსის მატჩიდან

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარე ATP 500-ის ტურნირს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.

მსოფლიო რეიტინგში 95-ე ადგილზე მყოფი ბასილაშვილი მსოფლიოს მესამე ჩოგანს, დიდი სლემის ტურნირების შვიდგზის ჩემპიონს, ესპანელ კარლოს ალკარასს დაუპირისპირდა და ორ სეტში - 1:6, 6:7 (11:13) დამარცხდა.

შეხვედრის პირველი სეტი ალკარასის უპირატესობით წარიმართა და ესპანელმა ჩოგბურთელმა გამარჯვება 29 წუთში მოიპოვა.

გაცილებით დაძაბული გამოდგა მეორე სეტი. ბასილაშვილმა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და საქმე ტაიბრეიკამდე მიიყვანა, სადაც გამარჯვებულის გამოსავლენად 24 ქულის გათამაშება გახდა საჭირო. საბოლოოდ, ალკარასმა 13:11 გაიმარჯვა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.