1 საათის და 13 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

გიორგი მამარდაშვილის პირველი კომენტარი ჩელსისთან მატჩის შემდეგ

გიორგი მამარდაშვილმა ჩელსისთან პენალტების სერიაში თერთმეტმეტრიანი მოიგერია და ლივერპული EFL თასის მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

შეხვედრის შემდეგ ქართველმა მეკარემ მედიასთან განცხადება გააკეთა.

"მეტი პენალტის მოგერიება მსურდა, მაგრამ ზოგჯერ ერთიც საკმარისია. 

"ფურცელიც მქონდა, თუმცა ყველაფერი არასწორად მეწერა - შემდეგ ის უბრალოდ გადავაგდე", - თქვა მამარდაშვილმა.