1 საათის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ტრანსფერი დაიგეგმა! - პსჟ ხვიჩას შემცვლელის ყიდვას ცდილობს

Sky Sport Deutschland-ის ინფორმაციით, პარის სენ-ჟერმენს „ბაიერ ლევერკუზენის“ 20 წლის ალჟირელი შემტევის, იბრაჰიმ მაზას მიმართ კონკრეტული ინტერესი აქვს. 

პარიზულმა კლუბმა ფეხბურთელის გარემოცვას საკუთარი ინტერესის შესახებ უკვე აცნობა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მისი დამატების შესაძლებლობას განიხილავს. 

მაზა კლუბის მოკლე სიაში ერთ-ერთი კანდიდატია და შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელადაც მოიაზრებოდეს.

თავის მხრივ, „ბაიერ ლევერკუზენს“ ახალგაზრდა ფეხბურთელის შენარჩუნება სურს. გერმანული კლუბი მაზასთან კონტრაქტის 2030 წლის შემდეგ გახანგრძლივებასა და ხელფასის გაუმჯობესებაზე მუშაობს, რადგან მას გუნდის მომავლის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ მიიჩნევს.

ამ ეტაპზე ტრანსფერზე შეთანხმება არ არსებობს და უცნობია, გადადგამს თუ არა პარის სენ-ჟერმენი ზამთარში კონკრეტულ ნაბიჯს.