1 საათის და 21 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

მერაბთან ბრძოლის შემდეგ პიოტრ იანს ძვირადღირებული საჩუქარი გადაეცა

პიოტრ იანი ტიტულის დაცვისთვის გულუხვად დაჯილდოვდება. გარდა Fight of the Night-ის ბონუსით გათვალისწინებული 100 000$-ისა, UFC-ის ჩემპიონი მალე ახალ ავტომობილსაც, Rolls-Royce Cullinan-ს მიიღებს.

საჩუქარს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი ბეთინგ-კომპანია 1win-ისგან მიიღებს, რომელთანაც ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებს.

"დღეს პიოტრ იანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რატომ არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი. 

"ასეთი გამარჯვებების მიღმა წლების შრომა, დისციპლინა და საქმისადმი თავდადება იმალება. 

"1win-ში მუდამ ვაფასებთ მათ, ვინც პირველობისთვის დაუღალავად იბრძვის. ამ გამარჯვებისთვის ჩვენგან პიოტრი Rolls-Royce Cullinan-ს მიიღებს - მან ეს დაიმსახურა“, - დაწერა 1win-ის მფლობელმა X-ზე.