6 საათის და 49 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელის ერთი ვარიანტი გამოირიცხა

როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას მძიმე ტრავმის შემდეგ პრაქტიკულად გადაწყდა, რომ ამ სეზონში ქართველი ვინგერი ვეღარ ითამაშებს. 

აღსანიშნავია, რომ რიგმა სპორტულმა გამოცემებმა დაიწყეს იმის შესახებ დაწერა, რომ პსჟ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მის შემცვლელს დაიმატებს. 

ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი "ბეტისიდან" 24 წლის მაროკოელი შემტევის აბდე ეზალზულის გადაბირება იყო, თუმცა როგორც მატეო მორეტო, ასევე გამოცემა Fichajes ადასტურებენ, რომ გარიგება არ შედგება. 

აფრიკელის სახელის გაჟღერება უფრო აგენტების მიერ გავრცელებულ ხმებს ჰგავს, ვიდრე პარიზელთა რეალურ ინტერესს. თანაც, ესპანური მხარე მაროკოელს 60 მილიონ ევროდ აფასებს და "პარკ დე ფრანსზე" ამხელა თანხის გადახადასა და "პანიკური ტრანსფერის" განხორციელებას არ აპირებს. 

უფრო მეტიც, პსჟ-ში ახლა ფიქრობენ და შესაძლოა, ლუის ენრიკემ ხვიჩას შემცვლელის დამატება არც მოითხოვოს. ბოლო 2 შეხვედრაში მიკა გოდტსმა თავი კარგად წარმოაჩინა, მეტოქის კარიც აიღო და ეს ენრიკეს მიმდინარე სეზონში დამატებით არჩევანს სთავაზობს.