8 საათის და 58 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ამით ალექსანდრემ ჩემი კარიერა გადაარჩინა" - ილია თოფურიას განცხადება

ილია თოფურიამ ინტერვიუს დროს თავის ძმასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

"ალექსანდრეს რომ ჩემი და ჯასტინის ბრძოლა არ შეეწყვიტა, ალბათ, მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში ვეღარასდროს შევძლებდი ოქტაგონზე შესვლას.

"ძალიან მადლიერი ვარ ჩემი ძმის, რომ ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და ჩემი კარიერა გადაარჩინა", - თქვა ილიამ.

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლის გაჩერების გადაწყვეტილება სწორედ ალექსანდრემ მიიღო.