5 საათის და 11 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ოქროს სიტყვებია! - ვიტინიამ ხვიჩას შესახებ ისაუბრა

გამოცემა DAZN-ს „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, ვიტინია ხვიჩა კვარაცხელიაზე ესაუბრა. 

„ბარსელონასთან“ მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ „კვარას“ ოპერაცია ჩაუტარდა და, ვიტინიას თქმით, მან პარიზელ თანაგუნდელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

"ხვიჩა WhatsApp-ის ჯგუფში გველაპარაკა და გვითხრა: „მადლობა მხარდაჭერისთვის“. თითოეულმა ჩვენგანმა ცალ-ცალკეც მიწერა. 

"იმედი გვაქვს, კარგად დაბრუნდება და სარეაბილიტაციო პერიოდს სწორად გაივლის. 

"მას ძალიან დიდი დრო აქვს და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 100 პროცენტით მზად იყოს, დასაბრუნებლად. ყველანი მის გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ", - თქვა ვიტინიამ.