ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი ჩრდილოეთ ირლანდიასთან მარცხის შემდეგ.
"ამ წაგებაზე მთლიანად ვიღებთ პასუხისმგებლობას. ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რომელიც გვსურდა.
"ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. პირადად მე ვერ გამოვიყენე თერთმეტმეტრიანი, რისთვისაც ქართველ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი. ეს ხდება, ფეხბურთია, მაგრამ ვეცდები, შემდეგ თამაშში ეს შეცდომა გამოვასწორო.
"მადლობას ვეტყვი გულშემატკივრებს, ძალიან კარგი ატმოსფერო შექმნეს. ჰიმნის დროს პირველად ვიგრძენი ასეთი მუხტი. იმდენად ხმამაღლა მღეროდნენ, თითქოს გულშემატკივრები დაბრუნდნენ. სამწუხაროდ, მათთვის ბედნიერი დღის ჩუქება ვერ შევძელით და იმედი მაქვს, შემდეგ თამაშში ყველაფერს გამოვასწორებთ და ამჯერად უკვე ბედნიერები წავლენ სახლში", - თქვა ხვიჩამ.