2 საათის და 40 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

თარიღი ცნობილია! - როდის იბრძოლებს ალექსანდრე თოფურია

ალექსანდრე თოფურია მომდევნო ბრძოლას სანტიაგო ლუნას წინააღმდეგ გამართავს. 

დაპირისპირება 21 ნოემბერს, კატარში, UFC-ის ღონისძიებაზე შედგება. ინფორმაციას MMA Latinoamérica ავრცელებს, რასაც რამდენიმე გამოცემა ადასტურებს.

30 წლის ქართველი მებრძოლისთვის ეს UFC-ში მესამე ბრძოლა იქნება. თოფურიას პროფესიონალურ კარიერაში 7 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს, ხოლო ბოლო შეხვედრა 2025 წლის ნოემბერში ბექზატ ალმახანის წინააღმდეგ ჩაატარა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

ლუნას ანგარიშზე 8 გამარჯვება და 1 მარცხია. მექსიკელი ბოლოს ბრაის მიტჩელთან დამარცხდა და ეს მის კარიერაში პირველი მარცხი იყო.