ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდა და მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 0:1 დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"ამ დროისთვის კიტეიშვილს და ჩაკვეტაძეს 30–35 წუთზე მეტის თამაში არ შეეძლოთ. ასეთია ვითარება. შესაძლებლობა რომ მქონოდა, ისინი მთელი მატჩის განმავლობაში მოედანზე იქნებოდნენ, რადგან კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ფიზიკურად მზად არ არიან.
"პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ ბევრი ფეხბურთელი ფიზიკურად მზად არ არის და ამასთან გამკლავება დიდი პრობლემაა. სწორედ ამიტომ არ იყვნენ ისინი მოედანზე მატჩის დასაწყისში", - თქვა სანიოლმა.