როგორც მოგეხსენებათ, 25 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ეგიდით ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდება.
აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით სუპერკომპიუტერმა პროგნოზი გააკეთა.
მისი ვარაუდით, აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს გამარჯვების 45%-იანი შანსი აქვს.
რაც შეეხება მეტოქეს, ჩრდილო ირლანდიელთა შანსები 27%-ით არის შეფასებული, ხოლო იმის შანსი, რომ თამაში ფრედ დასრულდეს, 28%-ით ფასდება.
აქვე გეტყვით, რომ მატჩი ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.