1 დღის და 15 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

კვარა, იამალი, პედრი და სხვები - რა სიაში მოხვდა ხვიჩა

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისათვის სექტქმბერის სანაკრებო პაუზა დასრულდა.

2 ტურის შემდეგ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიოანტის შესარჩევი ეტაპის E ჯგუფში პირველ ადგილს ესპანეთი იკავებს (6 ქულა), მეორეს საქართველო (3 ქულა), მესამე თურქეთი (3 ქულა), მეოთხეს კი ბულგარეთი (0 ქულა).

საფეხბურთო გამოცემა WhoScored-მა E ჯგუფის სექტემბრის თვის სიმბოლური გუნდი დაასახელა.

საბედნიეროდ ამ თერთმეტეულში ჩვენი 2 მოთამაშე, ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი მოხვდა.

დანარჩენი 9 ფეხბურთელი კი ესპნაეთიდანაა, რომელმაც თავისი ორივე მატჩი დომინანტურად მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ამ პაუზაზე გამართულ 2 მატჩში კვარამ 2 გოლი გაიტანა, ზურიკომ კი 1 გოლი გატიანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

გუნდი:

Facebook კომენტარები