თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ ესპანეთთან მატჩის წინა დღეს პრესკონფრენცია გამართა.
იტალიელმა სპეციალისტმა საქართველოსთან შეხვედრა გაიხსენა:
"საქართველოში შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ შეტევაში პრესინგის თვალსაზრისით, რამაც გამარჯვების საშუალება მოგვცა. შესაბამისად, ეს ორგანიზებულობა, მენტალიტეტი უნდა შევინარჩუნოთ, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე (ესპანეთი) ტექნიკურად სხვა დონეზეა.
გარდა ამისა, როდესაც საჭირო იქნება, თავი დაბლა კარგად უნდა დაცვიცვათ, იგივე ინტენსივობით და ორგანიზებულობით. ყველაზე მეტად კი, მინდა, რომ ბურთის ფლობაში უფრო კარგად ვითამაშოთ, ვიდრე ეს ბოლო მატჩში მოვახერხეთ. მგონია, რომ სწორედ ეს იქნება თამაშის გასაღები", - თქვა მონტელამ.
აქ მოგახსენებთ, რომ თურქეთისა და ესპანეთის მატჩი დღეს, 7 სექტემბერს 22:45 საათზე დაიწყება.