2 კვირის და 1 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"მოედანზე ქართველებივით უნდა ითამაშო, ისინი სულსა და გულს დებენ" - უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და  ოდესის ჩერნომორეცის ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ოლექსანდრ კუჩერმა ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა:

"პირადად ჩემთვის, როგორც პროფესიონალი ყოფილი ფეხბურთელის, ყველაზე დიდი მოტივაცია და ყველაზე დიდი სტიმული ეროვნულ ნაკრებში თამაში იყო. არასდროს მიოცნებია რომელიმე მაგარ კლუბში მეთამაშა. ჩემი ოცნება ყოველთვის უკრაინის ეროვნული ნაკრების მაისურის ტარება გახლდათ.

უკრაინის ეროვნულ ნაკრებში თამაში რაიმე დამატებით მოტივაციაზე ან ფინანსურ სარგებელზე წინ არ დგას. ბოლო დროს ძალიან მომწონს საქართველოს ეროვნული ნაკრების ასპარეზობა. 

ისინი თამაშობენ სულითა და გულით. ისინი თამაშობენ და განიცდიან ყოველ წამს, თითქოს ეს მათი უკანასკნელი შანსი იყოს. ვფიქრობ, უკრაინელებიც ასე უნდა მოიქცნენ".

Facebook კომენტარები