3 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ქართულმა ქალთა საფეხბურთო გუნდმა, "ნიკე ლუსომ" თურქულ "ფენერბაჰჩესთან" ამხანაგური მატჩი გამართა

ქალთა საფეხბურთო კლუბმა, "ნიკე ლუსომ“ სტამბულში ადგილობრივ "ფენერბაჰჩესთან“ პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა.

ქართული გუნდი ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

"ნიკე ლუსო" თურქეთში 29 აგვისტოს გაემგზავრა და ორი სატესტო მატჩის ჩატარება დაგეგმა.

აღსანიშნავია, რომ პირველ თამაშში „ნიკე ლუსოს“ რიგებიდან ერთადერთი გოლი ზეჰრა ბორაზანციმ გაიტანა.

ცნობისთვის, "ფენერბაჰჩესთან“ მეორე ამხანაგური დაპირისპირება 5 სექტემბერს გაიმართება.

როგორც გუნდის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ამ მატჩების მიზანია საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა და ახალი გამოცდილების შეძენა, რაც სამომავლოდ საქართველოს ჩემპიონატში გამოადგება.

Facebook კომენტარები