3 კვირის და 2 დღის წინ
სახელი უცნობია
Aa

ცნობილია, ტოპ 5 ძვირადღირებული ქართული ტრანსფერი ისტორიაში

ცნობილი ჟურნალისტი ფაბრის ჰოუკინსი გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი ცნობით, ქართველი ფეხბურთელი ახლოსაა, რომ კარიერა "ვილიარეალში" გააგრძელოს.

საგულისხმოა, რომ "ყვითელი წყალქვეშა ნავი" ჟორჟთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს. 

რაც შეეხება სატრანსფერო ფასს, ლა ლიგის გუნდი "ლიონს" 30 მილიონ ევროს უხდის, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ტოპ 5-ში მე-3 ადგილს იკავებს.

გთავაზობთ ტოპ 5 ყველაზე ძვირადღირებულ ქართულ ტრასფერს:

პირველ ადგილს ხვიჩა კვარაცხელია იკავებს პსჟ-მ კვარას სანაცვლოს 70 მილიონი ევრო გადაუხადა იტალიურ კლუბ, ნაპოლის.

მეორე ადგილს საქართველოს ნაკრების დარაჯი, გიორგი მამარდაშვილი 30 მილიონი ევროთი. ქართველი მეკარე ამჟამად ლივერპულის ღირსებას იცავს.

მესამე ადგილი - გიორგი მიქაუტაძე. ლიონს ჟორჟოს სანაცვლოდ, ვილიარეალი 30 მილიონი ევრო გადაუხდის.

მეოთხე ადგილს კვალავ ქართველი ბომბარდირი იკავებს. ლიონმა მიქაუტაძის სანაცვლოდ აიაქსს 18.5 მილიონი ევრო გადაუხადა.

მეხუთე ადგილს კახა კალაძე და ჟორჟ მიქაუტაძე იყოფენ. კალაძის სანაცვლოდ იტალიურმა კლუბმა მილანმა 16 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც იმდროინდელი ფეხბურთისათვის ძალიან დიდი ფული იყო.

რაც შეეხება მიქაუტაძეს, აიაქსმა მის სანაცვლოდ “მეცის” 16 მილიონი ევრო გადაუხადა.


Facebook კომენტარები