3 კვირის და 2 დღის წინ
სახელი უცნობია
Aa

4 წლიანი კონტრაქტი გამზადებულია - მიქაუტაძით საუდის არაბეთიდან დაინტერესდნენ

ფრანგულმა „L’Equipe“-მა და იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გიორგი მიქაუტაძით საუდის პრო ლიგის ახალგარდამომავალი კლუბი „ნეომი“ დაინტერესდა. 

კლუბი „ლიონს“ ქართველის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს სთავაზობს და მზადაა მას ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმოს. 

„ნეომში“ უკვე თამაშობს ალექსანდრ ლაკაზეტი, რომელიც წინა სეზონში მიქაუტაძის თანაგუნდელი იყო. 

აქვე გეტყვით, რომ ფორვარდის მიმართ ინტერესი ევროპული კლუბებიდანაც არის – „ვილიარეალი“, „ბრენტფორდი“ და „ბარნლი“ მზად არიან დაახლოებით 30-35 მილიონი გადაიხადონ.

Facebook კომენტარები