2018 წლის ჩემპიონმა ადილ რამიმ თავის Twitch-ის არხზე კატალონიის "ბარსელონას" ვარსკვლავი ლამინ იამალი გააკრიტიკა.
"მისი ატანა არ შემიძლია, ჩემთვის ყველაფერი ნათელია. არ მაღელვებს, ბიჭებო. თუ ჩვენს შორის „ბარსას“ უკმაყოფილო ფანები არიან. მე თქვენ სიმართლეს გეტყვით.
"რა თქმა უნდა, ის ვარსკვლავია და აუცილებლად მოიგებს ოქროს ბურთს, ტიტულებს და ყველაფერს, რაც გნებავთ, მაგრამ ადამიანური თვისებებით... შენს დედას*** ასე უფრო გასაგები იქნება.
"ვნახე რა, როგორ სულელურად იქცეოდა, როდესაც ჩამოჩაჩული შორტები ეცვა, მე აგიხსენით თქვენ, ბიჭები ასე რატომ იქცევიან და საიდან მოდის ეს. ვიმეორებ, ჩამოწეული შორტების ისტორია აშშ-სა და მექსიკის ციხეებიდან იღებს სათავეს - ასე იქცევა ის, ვისაც უნდა, რომ გაჟ*მონ", - თქვა ადილ რამიმ.