15 საათის და 16 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"მისმა ამ ქმედებამ ყველა გაგვაკვირვა" - პორტუგალიური მედია ქოჩორაზე წერს

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის სპორტინგში კარგად მოეწყო.

ქართველმ ადაპტაციის რთული პერიოდი მარტივად დასძლია და თავადაც აღნიშნა, რომ თითქოს უკვე წლებია ამ გუნდშია,

პორტუგალიური მედია ქოჩორათი აღფრთოვანებულია.

იწერება, რომ წინასასეზონო შეკრებაზე ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ფიგურაა, მწვრთნელებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მან ისინი თავისი უნარებით, თამაშის კითხვით და უნივერსალურობით გააკვირვა.

ასევე მოსწონთ მისი მრავლაფუნქციურობა და რამდენიმე პოზიციაზე თამაშის უნარი.

როგორც ჩანს, გიორგი კლუბში თავს კარგად გრძნობს, რაც ძალიან სასიამოვნოა.

Facebook კომენტარები