5 საათის და 57 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"პსჟ მაგარი გუნდია, მაგრამ მათი 7 ნომერი..." - რა თქვა მაკ ალისტერმა კვარაცხელიაზე

ლივერპულის არგენტინელმა ნახევარმცველმა, ალექსის მაკ ალისტერმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.

მან პარი სენ-ჟერმენზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებით გამოარჩია:

"ეს მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. ისინი დაფრინავენ. ყველაფერი აქვთ, ძალიან დისციპლინირებული არიან, ბურთით კარგად თამაშობენ, ყველა დარბის, ჩემთვის საუკეთესოები არიან.

პსჟ-ს ფეხბურთელები ყველანი კარგები არიან, მაგრამ 7 ნომერი, რომელიც ნაპოლიში თამაშობდა [კვარაცხელია], განსაკუთრებული ვარსკვლავია", - თქვა მაკ ალისტერმა.


Facebook კომენტარები