1 დღის და 7 საათის წინ
სახელი უცნობია
Aa

ვიქტორ ოსიმენი მეგობარმა ძალიან გაანაწყენა - რა განაცხადა ნიგერიელმა ფეხბურთელმა

ნიგერიელმა ფეხბურთელმა და ხვიჩა კვარაცხელიას მეგობარმა ვიქტორ ოსიმენმა მედიასთან საინტერესო ისტორია გაიხსენა:

"ადრე ჩემი ბავშვობის მეგობარს ხშირად ვუგზავნიდი ფულს. ერთ დღეს მითხრა, რომ ბიზნესს იწყებდა და ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებოდა. მას 5 000 ევრო გავუგზავნე, თუმცა მადლობაც კი არ გადამიხადა. მან მითხრა, რომ ყოველ კვირა მილიონს ვიღებდი და ელოდა, რომ 50 000 ევროს მაინც გავუგზავნიდი. ისე გავბრაზდი, რომ იმ თანხის დაბრუნებაც კი მინდოდა.

"მე აქამდე სანამ მოვიდოდი დღე და ღამე ვშრომობდი. ქუჩაში წყლის ბოთლებსაც კი ვყიდდი. ადამიანებმა მადლიერების გრძნობა უნდა ისწავლონ." - ვიქტორ ოსიმენი






Facebook კომენტარები