როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ახალი ფორმატით მიმდინარეობს.
ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენია, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.
პირველი ორი ტურის შემდეგ ფრანგული გუნდი თავის ჯგუფში 3 ქულით მეორე პოზიციას იკავებს.
საინტერესოა, რომ შესაძლოა ამ ჩემპიონატზე კვარას ლიონელ მესის წინააღმდეგ მოუწიოს თამაში.
დიდი შასნია იმის, რომ არგენტინელის ინტერ მაიმიმ A ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულოს. პსჟ-მ კი B ჯგუფი მეორე ადგილზე.
თუ მაიმი მესამე ტურში პალმეირასს დაამარცხება, პსჟ სიეტლთან მოიგებს და ბოტაფოგო ატლეტიკოსთან არ წააგებს 1/8-ფინალში ხვიჩა და მესი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
აქვე შეგახსენებთ, რომ კვარას მესისთან უსაუბრია, თუმცა უშუალოდ მოედანზე არასდროს არ გადაკვეთილან.