17 საათის და 43 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ხვიჩაზე გულრფელად ვიტყვი, რომ..." - საფონოვმა რუსულ მედიასთან კვარაცხელიაზე ისაუბრა

პსჟ-ს რუსი მეკარე მატვეი საფონოვი Match TV-ის გაესაუბრა და რა თქმა უნდა, მთავარი თემა ჩემპიონთა ლიგა იყო, სადაც ჟურნალისტს რამდენიმე კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ჰქონდა. 

საფონოვი ამბობს, რომ გუნდში მისი ყველაზე ახლო მეგობარი სწორედ ხვიჩაა:

ჟურანლისტი: გჯეროდათ, რომ პსჟ-ში გარკვეული რაოდენობის მატჩის გამართვას შეძლებდით? 

"რიგ მატჩებში მონაწილეობა მივიღე, ახალ საფეხურს მივაღწიე. შეიძლებოდა საერთოდ არ მეთამაშა. მეტი მინდა, მაგრამ მოდი ვიყოთ რეალისტები“. 

ჟურანლისტი: კვარაცხელიასთან თუ გაქვთ ურთიერთობა? 

"ალბათ, მასთან სხვაზე უკეთ ვურთიერთობ, რადგან ენობრივი ბარიერი გვაძლევს სრული და მარტივი საუბრის საშუალებას. კიდევ კარგი გუნდში მოვიდა. მე მას რუბინიდან მიმებს ვუგზავნი ხოლმე, ის კი ყოველთვის რეაგირებს“. 

ჟურანლისტი: რამდენად დაეხმარა ხვიჩას ადაპტაციაში გუნდში შენი ყოფნა? 

"კომუნიკაბელური ბიჭია. და ასე ვიტყვი: ალბათ ხვიჩა უფრო დამეხმარა ადაპტაციის გავლაში, ვიდრე მე მას. ახლა მყავს ადამიანი, ვისთანაც თავისუფლად შემიძლია ურთიერთობა“. 

ჟურანლისტი: ენობრივ ბარიერთან საერთოდ როგორ ხართ პსჟ-ში? ენრიკე პრესკონფერენციებზე ესპანურად საუბრობს. 

"ბოლო ერთი წლის განმავლობაში გასახდელში დიდი ცვლილებები მოხდა, უფრო მეტად ფრანგული ენა ისმის. ახლა ყველა ფრანგულად ლაპარაკობს, ადრე ასე არ იყო“.

აქვე გეტყვით, რომ მატვეი საფონოვი პსჟ-ში 2024 წლის ზაფხულიდან ასპარეზობს. გუნდში ხვიჩაზე 6 თვით ადრე მივიდა, თუმცა როგორც თავად აღნიშნა, კვარაცხელია ადაპტაციის გასავლელად მისი დახმარება არ დასჭირვებია, პირიქით - კვარამ მას მეტი დახმარება გაუწია.

Facebook კომენტარები