როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-მ ინტერი 5:0 გაანადგურა.
მატჩის შემდეგ საფეხბურთო გამოცემა, Planetfootball-მა ოქროს ბურთის ნომინანტთა სია განაახლა.
ჩვენდა სასიხარულოდ, ხვიჩა კვარაცხელია საკმაოდ დაწინაურდა.
ბოლო მონაცემებით, ის მე-11 პოზიციაზე იყო, ახლა კი გამოცემამ ის მესამე ადგილზე გაამწესა:
10 – სკოტ მაკტომინეი (ნაპოლი)
9 – აშრაფ ჰაკიმი (პსჟ)
8 – პედრი (ბარსელონა)
7 – კილიან მბაპე (რეალი)
6 – დეზირე დუე (პსჟ)
5 – რაფინია (ბარსელონა)
4 – მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
3 – კვარაცხელია (პსჟ)
2 – იამალი (ბარსელონა)
1 – დემბელე (პსჟ)