ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს პსჟ და მილანის “ინტერი” დაუპირისპირდებიან.
მილანელთა ერთ-ერთმა ლიდერმა დენზელ დუმფრისმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:
“კვარაცხელია ტექნიკურად ძლიერი და განსაკუთრებული ფეხბურთელია. მის წინააღმდეგ თამაში მარტივი არ იქნება, მაგრამ ინტერი ინტერია”. - განაცხადა დუმფრისმა.
ცნობისთვის, კვარა და დუმფრისი არაერთხელ არიან შეხვედრილები, როდესაც კვარა “ნაპოლიში” თამაშობდა.