რამდენიმე თვის წინ ხვიჩა კვარაცხელიამ სანაკრებო შეკრებაზე პრესკონფერენცია გამართა, სადაც საინტერესო შეკითხვა უპასუხა.
სომხემა ჟურნალისტმა კვარას ასეთი კითხვა დაუსვა:
"ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში შენ საუკეთესო ხარ, ერთადერთი ვინც გჯობია ენრიკ მხითარიანია. გქონია თუ არა მასთან საუბარი ქართულ-სომხურ საფეხბურთო დაპირისპირებაზე?"
ხვიჩამ მას ასე უპასუხა:
"მქონია თუ არა მხითარიანთან საუბარი? არა, მასთან არ მისაუბრია, თუმცა შორიდან ვიცოდი რომ სომხეთის ნაკრები ვითარდებოდა. ვფიქრობ, რომ ისინი კარგად მიდიან და იმედია, მომავალში უფრო გაუმჯობესდებიან".
აქვე გეტყვით, რომ ხვიჩა მხითარიანს ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაუპირისპირდება.