10 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ტალახაძე მესამე იყო - როგორ განაწილდა ხმები საქართველოს 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენზე

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიგა გვენცაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა ბიძინა ბარათაშვილმა ვალენსიაში ვიზიტის დროს გიორგი მამარდაშვილი დააჯილდოვეს.

"ვალენსიას" ქართველი მეკარე საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრების გამოკითხვით, რომელშიც 75 ჟურნალისტი მონაწილეობდა, გიორგი მამარდაშვილმა 107 ქულა დააგროვა, 88 ქულით მეორე შედეგი ლაშა ბექაურს ჰქონდა, მესამე ადგილი კი 69 ქულით ლაშა ტალახაძემ დაიკავა.

დაჯილდოვების შემდეგ მამარდაშვილმა კომენტარი გააკეთა:

"მადლობა მინდა გადავუხადო სპორტულ ჟურნალისტებს. ჩემთვის ძალიან საპატიოა ეს პრიზი, მითუმეტეს, როცა ოლიმპიურ წელს მოვიგე. დასაფასებელია ეს ყველაფერი და დიდი მადლობა მათ".

ასევე კომენატარი გააკეთა გიგა გვენცაძემ:

"შარშანდელი, ოლიმპიური წელი განსაკუთრებულად წარმატებული იყო ქართული სპორტისთვის. და ასეთი სერიოზული კონკურენციის პირობებში, როდესაც ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები, საბედნიეროდ, მრავლად გვყავდა, გამარჯვება, ალბათ, განსაკუთრებით მისალოცია. წარმატებები მინდა ვუსურვო გიორგის, რომელიც ქართული ფეხბურთის დიდი იმედია".

Facebook კომენტარები