ქართული ფეხბურთის ლეგენდამ, თემურ ქეცბაიამ ერთ-ერთ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
მან ქართველის "პსჟ"-ში ტრანსფერი შეაფასა:
"ვფიქრობ კვარას პსჟ-ში გადასვლა გამართლებულია, რადგან მას ეძლევა შანსი, რომ ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგა ითამაშოს.
პსჟ საფრანგეთში საუკეთსო კლუბია. მნიშვნელოვანია, რომ ლიგის ფინალში კიდევ 1 ფეხბურთელი გვყავს, მთელი საქართველო ვგულშეამტკივრობთ, და იმედია, რომ ხვიჩა ჩემპიონი გახდება.
თავის საქმეს წინაც აკეთებს და უკანაც. შეიცვალა ფეხბურთი, ისე აღარ არის რომ წინ იყო და უკან არა. კვარა ყველაფერს კარგად აკეთებს.
ყველა ვქომაგობთ პსჟ-ს და ველით ამ თამაშს. ჩემი აზრით ფინალს პსჟ მოიგებს", - თქვა თემურ ქეცბაიამ.