დეზირე დუეს ტრავმის შემდეგ პსჟ-ს თავკაცს მომავალ სატრანსფერო გეგმებზე ჰკითხეს:
ჟურნალისტი: "კვარაცხელიასა და დუეს ტრავმების შემდეგ, მოგიწევთ თუ არა მოთამაშეების დამატება მომავალ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე?"
ენრიკე: "ახლა ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ჩვენ ნამდვილი გუნდი ვართ. ხვალ ვნახოთ, რა იქნება. ყოველთვის ღია ვართ ყველა იმ შესაძლებლობისთვის, რასაც სატრანსფერო ბაზარი გვთავაზობს, მაგრამ ეს ტრავმირებული ფეხბურთელის გამო არ მოხდება. ამ სიტუაციას, როგორც ერთიანი გუნდი, ისე გავუმკლავდებით“.